პრინცი უილიამი 38 წლის გახდა. ამ თარიღს დაემთხვა მამის დღე, რომელსაც მსოფლიოს მსგავსად, დიდი ბრიტანეთიც აღნიშნავს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ გვერდზე სამეფო ოჯახის ახალი ფოტო გავრცელდა. ფოტოზე პრინცი უილიამი თავის სამ შვილთან, ჯორჯთან, შარლოტასთან და ლუისთან ერთად, თამაშის დროსაა გადაღებული.
ფოტოები ანმერ-ჰოლშია გადაღებული და მათი ავტორი ცხადია, ქეით მიდლტონია. ფოტოები ძალიან თბილი და ემოციურია და ჩანს, რომ უილიამს შვილებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს.