LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ქალი ასე უნდა დააფასო და გააღმერთო!“ – ერთად ჩავიხედოთ ჯორჯიანა როდრიგესის უძირო ზარდახშაში

2059
Untitled design (89)

როგორც ცნობილია, კრიშტიანო რონალდო და ჯორჯიანა როდრიგესი ოფიციალურად დაინიშნნენ. 40 წლის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, 9-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, საბოლოოდ გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი და საყვარელი ქალი ოფიციალურად დანიშნა. როდრიგესის ნიშნობის ბეჭედს, რომელიც მან რონალდოსგან მიიღო, უკვე აქტიურად განიხილავენ.

„დიახ, თანახმა ვარ, ამ და ყველა ჩემს სხვა ცხოვრებაში“ – 9 წლიანი ურთიერთობის შემდეგ კრიშტიანო რონალდო და ჯორჯიანა როდრიგესი დაინიშნნენ

„შეიძლება მილიონები დახარჯო, მაგრამ გემოვნებას ვერ იყიდი“ – ცნობილია ჯორჯიანა როდრიგესის ნიშნობის ბეჭდის ღირებულება – მისი მთავარი კონკურენტი ლორენ სანჩესია

მედიაში ვრცელდება იმ ძვირადღირებული სამკაულების სია, რომელიც ლეგენდარულმა ფეხბურთელმა საყვარელ ქალს წლების განმავლობაში აჩუქა. ცხადია, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

„ქალი ასე უნდა დააფასო და გააღმერთო!“, „კონკიას რეალურ ისტორიას ჰგავს ყოველივე ეს“, – არ წყდება კომენტარები.

გთავაზობთ ყველაზე გამორჩეულ და განსაკუთრებულ ეგზემპლარებს, ყოფილი კონსულტანტის ზარდახშიდან.

30 კარატიანი, უზარმაზარი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი, რომელიც ჩასმულია პლატინაში – 5 მილიონი$

„ეს ბეჭედი არის წარმოუდგენელი სამკაული. ოვალური ჭრილი გამოირჩევა განსაკუთრებული ბზინვარებით, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ბრილიანტის ბრწყინვალებას. ცენტრალური ქვა მოთავსებულია პლატინაში, რაც მისი გამძლეობისა და ელეგანტურობის საწინდარია“, – აცხადებს ცნობილი იუველირი, ლორა ტეილორი.

ალტერნატიული წყაროს ცნობით კი ცენტრალური ქვა შესაძლოა 30 კარატიანი იყოს, რაც მის ღირებულებას $5 მილიონზე მეტს ღირებულებას სძენს.

თეთრი ოქროსა და 10 კარატიანი ბრილიანტის ბეჭდის ღირებულება – 500 000$

თეთრი ოქროს Chopard-ს ბრენდის საათი, რომელიც ძვირფასი ქვებითაა მორთული – 180.000$ დოლარი ღირს

ლალის ქვებით მორთული ორეული – ბეჭედი და ყელსაბამი500.000$

ვარდისფერი ოქროს ბრილიანტის ბეჭედი – 20.000$

ვარდისფერი ოქროს Audemars Piguet-ს საათი – 225.000$

პლატინის ბეჭედი 20 კარატიანი ბრილიანტით – 2.5 $ მილიონი $

Chopard-ს ბრენდის თეთრი ოქროს საათი ბრილიანტებით – 180.000$

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები