3 ოქტომბერს თბილისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბი გაიხსნა, მას ცნობილი ექიმი თემურ მიქელაძე უხელმძღვანელებს.
პარტიის მხარდამჭერთა კლუბის გახსნას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები ესწრებოდნენ.
კლუბის გახსნის ღონისძიებაზე, დამსწრე აუდიტორიას მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და თქვა, რომ „საქართველოს ისტორიაში ახლა გადამწყვეტი მომენტია და საჭიროა ყველას ერთად დგომა“.
„ჩვენ ყველა ერთად საქართველოს მხარდამჭერთა კლუბის წევრები ვართ. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას, სამშობლოს მხარდაჭერა სჭირდება. ეს ოთხი წელი იყო ძალიან რთული, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ამაზე და კიდევ ერთხელ მინდა ამაზე ყურადღების გამახვილება.
ურთულესი ოთხი წელი გამოვიარეთ და მართლა ბეწვის ხიდზე გავიარეთ. რომ არა ეს, ძალიან რთულად წავიდოდა ჩვენი ქვეყნის საქმე. ახლაც არის ასეთი მომენტი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გადამწყვეტი მომენტი, როცა ყველას ერთად დგომაა საჭირო, ჩვენი ქვეყნის მიმართ თითოეული თქვენგანის მხარდაჭერაა საჭირო. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება – ერთად დავდგებით. არჩევნებამდე მხოლოდ სამი კვირაა დარჩენილი, დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ყველა ერთად მივაღწევთ ძალიან დიდ წარმატებას, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბის გახსნა
Posted by ქართული ოცნება / Georgian Dream on ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი, 2024