LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ქართველი რეინჯერების მიერ გადაღებული ფოტოები საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა

236
273181630-468295551576854-3166758058312456194-n

საქართველოს დაცული ტერიტორიების რეინჯერების მიერ გადაღებული ფოტოები საერთაშორისო ჟურნალში „რეინჯერი“ გამოქვეყნდა.

ჟურნალი „რეინჯერი“, ბრიტანეთის რეინჯერთა ორგანიზაციის – Countryside Management Association-ის გამოცემაა. Countryside Management Association არის საერთაშორისო რეინჯერთა ფედერაციის (IRF) და ევროპის რეინჯერთა ფედერაციის (ERF) დამფუძნებელი წევრი. ეს უმსხვილესი ორგანიზაცია გარემოსდაცვითი გლობალური საზოგადოების ნაწილია, რომელიც მუშაობს ბუნების დაცვის, კონსერვაციის, გამწვანების, სოფლის მეურნეობის და მსგავსი მიმართულებებით მთელს მსოფლიოში. მისი მიზანია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობის პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში, რისთვისაც სხვადასხვა პროექტებში რთავს სტუდენტებს, მოხალისეებს, ატარებს ტრენინგებს, შეხვედრებს, ღონისძიებებს, აწყობს რეინჯერთა გაცვლით პროგრამებს და აშ.

საქართველოს რეინჯერთა ასოციაცია წარმატებით თანამშრომლობს ბრიტანეთის რეინჯერთა ორგანიზაციასთან – Countryside Management Association. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარეობს ერთობლივი პროექტი “გააცანი შენი დაცული ტერიტორიები”, რომელიც 2021 წელს დაიწყო და მიზნად ისახავს საქართველოსა და ბრიტანეთის დაცული ტერიტორიების ერთმანეთისთვის გაცნობასა და ქართველ და ბრიტანელ რეინჯერებს შორის პარტნიორობის დამყარებას.

გაიცანით ფოტოების ავტორი ქართველი რეინჯერები:

მირზა მეგრელიძე, კინტრიშის დაცული ტერიტორიები

ლაშა წიქარიშვილი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები

ზაურ ხაჩიძე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

მამუკა გოგოლაძე, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები

სალომე იდოიძე, თუშეთის ეროვნული პარკი

თეო ხიბლაშვილი, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი

ლევან კვარაცხელია, კოლხეთის ეროვნული პარკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები