ხანგრძლივი თვითიზოლაციის შემდეგ, ქეით მიდლტონი პირველად გამოჩნდა საჯარო სივრცეში. კემბრიჯის ჰერცოგინიამ ნორფოლკში მედებარე ყვავილების ბაღი მოინახულა. ის ცენტრის ხელმძღვანელობას შეხვდა და მიმდინარე სამუშაოები განიხილა. მიდლტონი გამოტყდა, რომ იზოლაციის პერიოდში დიდ დროს უთმობდა მებაღეობას და ამაში მას შვილები ეხმარებოდნენ.
ქეითი ამჯერად „მასიმო დუტის“ ჯინსებსა და ჟილეტში იყო გამოწყობილი.



