LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ქიმიური კორიანტელის“ ფრქვევა გრძელდება – ჯესიკა ჩესტეინისა და ოსკარ აიზეკის მორიგი გამოჩენა

250
page

წლევანდელი „ვენეციის კინოფესტივალიდან“ განსაკუთრებული ყურადღებისა და აღფრთოვანების ობიექტი ჯესიკა ჩესტეინსა და ოსკარ აიზეკს შორის დატრიალებული ქიმია გახდა. მართალია, მოგვიანებით ჯესიკამ განაცხადა, რომ ოსკართან მას მხოლოდ კარგი მეგობრობა აკავშირებს, თუმცა ეს იმას არ ცვლის, რომ წყვილის ცქერა საოცრად სასიამოვნოა და მათ შორის საოცარი ქიმიაა.

ჯესიკა ჩესტეინი ოსკარ აიზეკთან წითელ ხალიჩაზე დატრიალებული ქიმიის შესახებ

სულ ცოტა ხნის წინ მსახიობები, ნიუ-იორკში მინისერიალის, „სცენები ქორწინებიდან“ ბოლო ეპიზოდის პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ. წითელ ხალიჩაზე ჯესიკამ  შავ და ვარდისფერ ფერებში გადაწყვეტილი კაბა მოირგო, ოსკარს კი მუქი ლურჯი კოსტიუმი ეცვა.

ისინი კვლავ საოცრად თბილად ეპყრობოდნენ ერთმანეთს და მათ შორის ქიმია კვლავ თვალშისაცემი იყო.

ჯესიკა ჩესტეინისა და ოსკარ აიზეკის სიყვარულმა ეკრანიდან რეალურ ცხოვრებაში გადმოინაცვლა – სიყვარულით სავსე ფოტოები ვენეციიდან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები