LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ქუჩის რბოლები უსაფრთხო, ორგანიზებულ სივრცეში გადავა – თბილისში „ლილო არენას” მშენებლობა დაიწყო

212
125956063-212282776958841-793153683990249600-n

ლილოში მულტიფუნქციური სპორტკომპლექსის „ლილო არენას” მშენებლობა დაიწყო. პროექტის განხორციელების მიზანი, საავტომობილო სწავლებების ორგანიზება და ქუჩის რბოლების უსაფრთხო, ორგანიზებულ სივრცეში გადატანაა.

საწყის ეტაპზე, მიწის სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც შესაბამისი სარბოლო ტრასა იხაზება. ტერიტორიაზე სარბოლო ტრასასთან ერთად, ოფროუდ ტრასა, საბავშვო ოფროუდ ზონა იმიტირებული საავტომობილო ქალაქი და შესაბამისი საპარკინგე ზონა განთავსდება.

პროექტის ავტორი საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძეა. რაც შეეხება პროექტის ღირებულებას, ის 5 მლნ დოლარს შეადგენს.

არსებული ინფორმაციით, „ლილო არენას” მშენებლობა 5 წელში უნდა დასრულდეს, თუმცა მანამდე, მომდევნო წლის გაზაფხულისთვის, სარბოლო ტრასა საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის უკვე მზად იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები