იმისათვის, რომ თავისი პროდუქცია უფრო კიდევ უფრო საინტერესო გახადონ, ლუქს სეგმენტის ავტომწარმოებლები არსებული ავტომობილების სპეც-ვერსიებს უშვებენ ან საერთოდ უნიკალურ ეგზემპლარებს ქმნიან.
გამონაკლისი არ არის არც Maserati – პოტენციურ მყიდველთა ინტერესის გასაღვივებლად, იტალიელებმა პერსონალიზაციის დანაყოფი Maserati Fuoriserie გახსნეს. მისი სპეციალისტები ბრენდის სედანებისთვის, კროსოვერებისთვის, კუპესა და სუპერქარებისთვის უჩვეულო ფერებს, ინტერიერს ქმნიან. ყველაზე გამორჩეული ქმნილებების დამზადებაში მათ ფირმის ცნობილი გულშემატკივრები – პირველ რიგში სპორტსმენები ეხმარებიან.