LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: რიანამ ბევერლი ჰილსზე, ორი, გვერდიგვერდ მდებარე სახლი შეიძინა – სტუმრად ვარსკვლავთან

83
42005552-0-image-a-20-1618949052240

გასულ თვეს, 33 წლის პოპ-ვარსკვლავმა, რიანამ ბევერლი-ჰილსზე მდებარე უზარმაზარი სახლი შეიძინა, რომელშიც 13,8 მილიონი დოლარი გადაიხადა. საცხოვრებელი კომპლექსი 1930 წელს აშენდა, თუმცა მიუხედავად ამისა,  დღესდღეობით მისი ინტერიერი სრულიად მოდერნისტულ სტილს წარმოადგენს.

ფოტო: რიანამ ბევერლი ჰილსზე მდებარე სახლი 13,8 მილიონ დოლარად შეიძინა – სტუმრად ვარსკვლავთან

ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ ნაყიდი სახლის გვერდით, ბარბადოსელმა ლამაზმანმა მეორე სახლი შეიძინა, რომელიც 10 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. აღსანიშნავია, რომ რირის მეზობლად ისეთი ვარსკვლავები იცხოვრებენ, როგორებიც პოლ მაკკარტნი და მერაია ქერი არიან.

სახლი სულ მწვანეშია ჩაფლული, ეზოში საოცარი ბაღია მოწყობილი, იქვე ღია საცურაო აუზიც მდებარეობს.  ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ შეიძინა არტისტმა გვერდიგვერდ ორი დამოუკიდებელი საცხოვრებელი კომპლექსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები