33 წლის პოპ-ვარსკვლავმა, რიანამ ბევერლი ჰილსზე მდებარე უზარმაზარი სახლი შეიძინა. ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მისი ღირებულება 13,8 მილიონ დოლარს შეადგენს.
საცხოვრებელი კომპლექსი 1930 წელს აშენდა, თუმცა მიუხედავად ამისა, დღესდღეობით მისი ინტერიერი სრულად მოდერნისტულ სტილს წარმოადგენს. სახლში 5 საძინებელი და 7 აბაზანაა, ასევე უზარმაზარი სპორტდარბაზი და სპა-ცენტრები. ეზოში კი საცურაო აუზია, რომელსაც ღამით საოცარი განათება აქვს.
აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონება ადრე ცნობილი ამერიკელი მწერლის, სიდნი შელდონის შვილს, მერი შელდონს ეკუთვნოდა.