ზაფხულში მსოფლიოს კიდევ ერთი ვარსკვლავური ქორწილი ელოდება. როგორც დასავლური მედია წერს, 34 წლის რობერტ პატინსონი და 28 წლის სუკი უოტერჰაუსი დაინიშნენ. ამის შესახებ ჯერ კიდევ დეკემბერში საუბრობდნენ, როდესაც მოდელი პაპარაცებმა ნიშნობის ბეჭდით გადაიღეს.
ცნობილია, რომ წყვილმა თვითიზოლაციის პერიოდი ერთად გაატარა, ისინი ლონდონში ცხოვრობდნენ.
შეგახსენებთ, რომ უოტერჰაუსი და პატინსონი პირველად ერთად 2018 წელს შენიშნეს.