მარკ ენტონსა და ნადია ფერეირას შვილს 2 წელი შეუსრულდა. წყვილმა უსაყვარლესი მარკოს იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა და წვეულებაზე გადაღებული ფოტოები „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.
„ვზეიმობთ ჩემი ცხოვრების უდიდესი საჩუქრის, ჩემი მარკიტოს 2 წლის იუბილეს
მისი საყვარელი პერსონაჟებით, რადგან ის იმსახურებს სამყაროს, სავსეს ჯადოსნობითა და სიხარულით“, – დაწერა ნადია ფერეირამ.
ცნობისთვის, წყვილს 2023 წელს პირველი საერთო შვილი შეეძინა, მოდელისთვის ეს პირველი შვილია, მარკ ენტონისთვის კი მეშვიდე. მას ნადიამდე სამი ცოლი ჰყავდა, მათ შორის ჯენიფერ ლოპესი, რომელთანაც 17 წლის ტყუპები ჰყავს.
ფოტო/ვიდეო: უმშვენიერესი ცოლი და წარმატების პიკი – მარკ ენტონიმ სცენაზე ცეცხლი დაანთო
54 წლის მარკ ენტონის მეშვიდე შვილი 23 წლის ნადია ფერეირასგან შეეძინა