დეკემბერში, რიანას ბარბადოსის „ეროვნული გმირის“ წოდება მიანიჭეს. ფოტოების გავრცელებისთანავე ინტერნეტსივრცე ეჭვმა მოიცვა, რიანას წამოზრდილი მუცელი ეტყობა. მაშ შემდეგ რირი არაერთხელ გამოჩნდა საზოგადოების წინაშე, ის მუცელს საგულდაგულოდ მალავდა.
ფოტო: რიანა წამოზრდილ მუცელს „ოვერსაიზ“ ტანისამოსით მალავს
ახლა რიანა ბარბადოსში, თავის შეყვარებულთან, Asap Rocky-სთან ერთად იმყოფება. ამჯერად წყვილი ერთ-ერთი კლუბიდან გამოსვლის დროს გადაიღეს. რიანას პომპეზური, შავი კაბა ამშვენებდა, რომელსაც დიდი მოსასხამი ჰქონდა. სწორედ მოსასხამით ცდილობდა 33 წლის არტისტი ორსულობის დამალვას. რაც შეეხება მის გულისწორს, ასაპს ყოველდღიური ტანისამოსი, შორტი და მაისური ეცვა.
ფოტო: მილიარდერი რიანას „მეფური“ ფოტოსესია