გასულ თვეს 33 წლის რიანა მილიარდერი და მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსი გახდა. „ფორბსის“ ინფორმაციით, ვარსკვლავის ქონება 1.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.
რიანა მსოფლიოს უმდიდრესი ქალი მუსიკოსი გახდა
მიუხედავად ხმამაღალი წოდებისა, ის მარტო დადის საყიდლებზე და არც ბიუჯეტური ტანისამოსის ტარება ეთაკილება. თუმცა მაინც არის მომენტები, როდესაც ბარბადოსელი ლამაზმანი იდეალურად ირგებს მილიარდერის ამპლუას და დედოფალივით გამოიყურება.
ცოტა ხნის წინ რირიმ Dazed-ის 2021 წლის შემოდგომის კოლექცია წარადგინა. ფოტოსესია საოცრად თვალწარმტაცი გამოვიდა. ვარსკვლავმა არაერთი მრავალფეროვანი იმიჯი მოირგო. მის ტანისამოსში მეტალის ელემენტები და შავი, წითელი ვერცხლისფერი და თეთრი ფერები ჭარბობდა.