33 წლის რიანა მილიარდერი და მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსი გახდა. ფორბსის ინფორმაციით, ვარსკვლავის ქონება 1.7 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ აქედან 1.4 მილიარდი მას კოსმეტიკურმა კომპანიამ Fenty Beauty მოუტანა, დანარჩენი კი თეთრეულის კომპანიამ Savage x Fenty და მუსიკალური კარიერით მიღებულმა შემოსავალმა.
ცნობისთვის, მსოფლიოში უმდიდრესი ქალების სიაში რიანას მხოლოდ ტელეწამყვანი ოპრა უინფრი უსწრებს.
ფოტო: რიანა „ვოგის“ გარეკანზე „ვალენტინოს“ გამჭვირვალე კაბით შეუდარებელია