LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: როგორ გამოიყურება ახალი Mitsubishi Eclipse Cross

108
როგორ გამოიყურება ახალი Mitsubishi Eclipse Cross

ახალი Mitsubishi Eclipse Cross Renault Scenic-ს „დაუნათესავდა“. იაპონურმა ბრენდმა წარადგინა Eclipse Cross-ის მეორე თაობის კროსოვერი ევროპისთვის, რომელიც ჯერ კიდევ მაისში დააანონსა. მოდელი რეალურად წარმოადგენს გადაკეთებულ Renault Scenic E-Tech-ს და აღჭურვილია მხოლოდ ელექტროძრავით. თავდაპირველად გაყიდვაში გამოვა 218 ცხენის ძალის მქონე ვერსია, რომლის სვლის მარაგი 600 კილომეტრია, ხოლო მომავალ წელს მას უფრო მარტივი ვერსიაც დაემატება.

სიახლე განსხვავდება ორიგინალური წინა დიზაინით, რომელშიც  ცნობადი X-ფორმის ბადე ჩანს და „შტრიხები“ ოპტიკაში, რასაც უკანა ფარებიც ეხმიანება. ასევე განსხვავებულია Eclipse Cross EV-ის ბორბლის დისკები — მათი ზომებია 19 ან 20 დუიმი.

პირველი თაობის მოდელთან შედარებით, ახალი თაობა უფრო მოკლეა,  თუმცა ბაზა გაიზარდა და ახლა 2785 მმ-ს შეადგენს. საბარგულში ეტევა 478-დან 1670 ლიტრამდე ტვირთი, უკანა სავარძლების მდგომარეობის მიხედვით.

სალონში დამონტაჟებულია Renault-ის ორმაგი ეკრანების სისტემა — 12,3-დუიმიანი ინსტრუმენტული პანელი და 12-დუიმიანი ცენტრალური ეკრანი. ასევე არის სალონის განათება და ელექტრო ქრომული მინის სახურავი.

თავდაპირველად ევროპელებს Eclipse Cross ტოპ-ვერსიის შეკვეთა შეეძლებათ. მას აქვს 218-ცხენის ძალიანი ელექტროძრავა და 87 კვტ/სთ-იანი ელემენტი, რომელიც დაახლოებით 600 კმ სვლას უზრუნველყოფს. 2026 წელს გამოჩნდება უფრო იაფი ვერსია 170 ცხენის ძალიანი ძრავით და 60 კვტ/სთ-იანი ელემენტით. ასეთი კროსოვერის სვლის მარაგი 420 კმ-ს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები