ფოტოგრაფმა ტომეკ მაკოლსკიმ, რომელიც თავისი ექსპერიმენტული ხედვითაა ცნობილი, გადაწყვიტა წარმოედგინა მსოფლიო, რომელშიც მხოლოდ ერთი ავტომობილი – ელექტრონული Porsche Taycan იარსებებდა, თანაც მხოლოდ – Frozen Berry Metallic-ის ფერის. ხოაკინ ფენიქსის ფილმის – „ის“ შთაგონებით, ვარდისფერი ავტომობილის საჭესთან მოთავსებულმა ფოტოგრაფმა ევროპაში მოგზაურობა და მოდელის ლამაზი ლოკაციების ფონზე გადაღება დაიწყო.
უნიკალური ფოტოპროექტისთვის, ტომეკმა მართლაც გამორჩეული ლოკაციები შეარჩია. მოგზაურობის დროს ფოტოგრაფი გერმანიას, ავსტრიის ალპებს, მონაკოს და საფრანგეთს ესტუმრა. Porsche Taycan-ით მან 3 ათას კილომეტრზე მეტი გაიარა და თანაც ყველა კადრში ერთი და იგივე ელექტროქარი აღბეჭდა.