LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო, რომელსაც სოფო შუბლაძე გაზაფხულისთვის ინახავდა: „ ყველამ ნახოს, როგორი გამხდარი და ლამაზი ხარ…“

12566
sofoshubladze2025

ცნობილი ფოტოგრაფი, გურამ მურადოვი აქვეყნებს ფოტოს, რომელიც ახლახან გარდაცვლილი სოფო შუბლაძის ერთ-ერთი ბოლო პროფესიონალური ფოტო გახლავთ. მას შემდეგ, რაც სოფომ წონაში დაიკლო, როგორც გურამი იხსენებს, ფოტოს გადაღებისას აღარ ჰქონდა ის მოთხოვნები, რაც ადრე. სოფო ამ ფოტოს გაზაფხულისთვის ინახავდა…

„გადაღებისას სულ მაწვალებდა ხოლმე – “ზემოდან გადამიღე”, “ეს გვერდი არ მივარგა”, “მოიცა ცოტა გვერდულად დავჯდები”. ეს ფოტო რომ გადავიღე, არაფერი არ უთქვამს, გავხდიო და აწი როგორც გინდა ისე გადამიღეო, თანაც ფირზეა გადაღებული და ვერც ნახავდა, იმ მომენტში რა გამოვიდა. მოკლედ გავამჟღავნე, დავასკანერე და გავუგზავნე. ხომ მომწერა, როგორ მომწონსო, ვერ მოისვენა და ზარიც მოაყოლა ეგრევე, როგორც იცოდა ხოლმე.

ჯერ არ დავდებო, გაზაფხულზე დავდებო. 2020-ის, 21 სექტემბერსაა გადაღებული ფოტო და მაშინ უკვე ფიქრობდა და ჩაგეგმილი ქონდა გაზაფხულზე რომელ პროფაილ ფოტოს დადებდა.

ჰო და, მოვიდა გაზაფხული Sopo და აჰა, შენ, ამ ერთ დაგეგმილ საქმეს მე შეგისრულებ. ყველამ ნახოს, როგორი გამხდარი და ლამაზი ხარ! ❤️

ძალიან რომ გვიყვარხარ, გვენატრები და გვაკლიხარ, ქე იცი“.

შეგახსენებთ, რომ Gau-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი სოფო შუბლაძე კორონავირუსით გამოწვეული გართულების შედეგად გარდაიცვალა. მას ერთი გოგონა დარჩა… სოფო ცნობილი ტელეწამყვანის, ნინო შუბლაძის და გახლავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები