LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ ცრემლები არ წამომივიდოდა” – ნინო შუბლაძის ეთერში დაბრუნება წლების შემდეგ

213
BeFunky-collage - 2022-11-14T235432.962

პირველად ეთერში გასვლამდე ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ ცრემლები არ წამომივიდოდა. არც ერთი სიტყვა არ მახსოვს რა წავიკითხე, მხოლოდ მინდოდა არ მეტირა, – აღნიშნულის შესახებ ტელეწამყვანმა ნინო შუბლაძემ “რუსთავი 2-ის” შუადღის გადაცემის ეთერში განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, დღემდე ყველა პირდაპირ ეთერში გასვლის წინ ღელავს.

“ღელვა დღემდე ყველა ეთერს აქვს…ახლაც სულ ვხუმრობ ხოლმე, როდესაც მოვდივარ კოლეგებს ვეუბნები, რომ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გუშინ ყანა ვთოხნე. შესაძლოა ზურგის კუნთები მტკიოდეს. ალბათ სულ სტრესია ეთერი. ბევრი პირველი ეთერი გამომივიდა. ისე ვღელავდი, ჩემს თავზე ცოტა გავბრაზდი. კოტე მახარაძე გვასწავლიდა: თქვენ უნდა იყოთ ზომიერად თავხედები. ალბათ სითამამეს გულისხმობდა. ჟურნალისტს სჭირდება ეს თვისება. პირველად ეთერში გასვლამდე ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ ცრემლები არ წამომივიდოდა. არც ერთი სიტყვა არ მახსოვს რა წავიკითხე, მხოლოდ მინდოდა არ მეტირა”, – საუბრობს ნინო შუბლაძე.

ნინო შუბლაძე გარდაცვლილ დაზე: „მისი ცხოვრების ყველა წუთი მიყვარს… სოფო – 50“

 

ნინო შუბლაძე დისშვილს დაბადების დღეს ულოცავს: „გიო, ნიკო, ჩემებიც ხომ არიან და ანო რა, არაა შენი შვილიცო?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები