LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო შუბლაძე დისშვილს დაბადების დღეს ულოცავს: „გიო, ნიკო, ჩემებიც ხომ არიან და ანო რა, არაა შენი შვილიცო?“

410
ნინო შუბლაძე

ჟურნალისტი ნინო შუბლაძე დისშვილს დაბადების დღეს ულოცავს, მის ფოტოს აქვეყნებს და თავისი გარდაცვლილი დის, სოფოს შესახებ წერს:

„სულ ვეუბნებოდი სოფოს,

როგორ მინდოდა, სამი შვილი მყოლოდა და მესამე გოგო-მეთქი. – ეგრე არ ვართ მერე ორივეო? – მეტყოდა იმწუთას.

„გიო, ნიკო, ჩემებიც ხომ არიან და ანო რა, არაა შენი შვილიცო?” – გამომხედავდა ჩაღიმებულ ჩამტკბარი სახით.

ჰოდა, ჩემს უსაყვარლეს და უტკბილეს ანო ბანოს გაუმარჯოს! კეთილს, ჭკვიანს, მიზანდასახულ გოგოს, ყურადღებიანს,  ჩემს იმედს და ჩემი სულის მეგობარს ! ???

მინდა, რომ ყველა ნატვრა აუხდეს და ყველაზე ბედნიერს ეცხოვროს მშვიდობიან და ფერად სამყაროში – ამ ობიექტივში როგორსაც ხედავს, აი, ისეთში.

ჩემი ანო ბანო 15 წლისაა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g