რუსთაველის თეატრმა საკუთარ დასში ოთხი ახალგაზრდა მსახიობი მიიღო .
მაყურებელს ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები რეპეტიციიდან უკვე გაუზიარეს:
„ახალგაზრდა მსახიობები ბუკა თოლორდავა და ბექა მეძმარიაშვილი პირველად რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე, სპექტაკლში „ერთხელ… მხოლოდ…”!
რუსთაველის ეროვნული თეატრის დასის შემადგენლობას, კასტინგის შედეგად შერჩეული 4 ახალგაზრდა მსახიობი შეუერთდა.
ეროვნულმა თეატრმა მსახიობების შერჩევის მიზნით კასტინგი 24-25 მაისს ჩაატარა, მასში მონაწილეობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დრამის და კინოს მსახიობის სპეციალობის სტუდენტს ან კურსდამთავრებულს შეეძლო.
შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავდა, სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, რუსთაველის ეროვნული თეატრის დასის წევრები გახდნენ:
ბუკა თოლორდავა
მარიტა მესხორაძე
ბექა მეძმარიაშვილი
ირაკლი კერესელიძე“.