LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: საკოლექციო Aston Martin, რომელსაც საქარე მინა არ აქვს, მილიონ დოლარად შეაფასეს

83
astmnrt-nwsss-2102

კომპანია Aston Martin–მა უნიკალური  V12 Speedster უკვე ოფიციალურად წარადგინა. სიახლე შეზღუდული ტირაჟით, მხოლოდ 88 ეგზემპლარი გამოვა და მისი ფასი 765 ათასი ფუნტი სტერლინგი, ანუ ლამის მილიონ დოლარამდე იქნება.

სპიდსტერი ატელიე Q by Aston Martin და დიზაინის ცენტრი Aston Martin Design საერთო ნამუშევარია. მის დაპროექტებასა და აწყობაზე ერთ წელზე მეტი დრო დაიხარჯა. მოდელის შექმნისას დიზაინერების შთაგონების წყარო ბრენდის ორი მოდელი სარბოლო DBR1 და სპიდტსერი CC100 გახდა.

V12 Speedster მოძრაობაში 5,2 ლიტრის მოცულობის V12 ძრავს მოყავს და აგრეგატი 8–დიაპაზონიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. მსგავსი ტექნიკური მახასიათებლები ავტომობილს საშუალებას აძლევს რომ 0–დან 100 კმ–მდე მანძილი 3,5 წამში განავითაროს. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი ოფიციალურად 300 კმ/სთ–ია.

სიახლის შეკვეთა უკვე შესაძლებელია და პირველი კლიენტები სუპერქარს 2021 წლის პირველ ნახევარში მიიღებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები