LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: საოცარი სიურპრიზი – ტომ კრუზი ვერტმფრენით უცხო ოჯახის ეზოს ესტუმრა და ბავშვებიც გაასეირნა

300
page

ტომ კრუზი იმ მსახიობების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებისთვისაც სპონტანური და ორიგინალური საქციელი უცხო ნამდვილად არ არის. სულ ცოტა ხნის წინ 59 წლის ტომ კრუზმა მისთვის უცხო ოჯახს საოცარი სიურპრიზი მოუწყო.

ელისონ ვებ უარვიქშირის ოჯახმა მოულოდნელი შეტყობინება მიიღო. მათ უთხრეს, რომ  სტუმარს აეროპორტის დახურვის გამო მის ბაღში ვერტმფრენის დასმა სურდა. ელისონი დათანხმდა, რადგან სურდა, ბავშვებს ვერტმფრენი ახლოდან ენახათ. საბოლოო ჯამში მათ მხოლოდ ვერტმფრენი კი არა, თვით ტომ კრუზი იხილეს. მსახიობი მათ „შეუსრულებელი მისიის“  გადაღებების დროს ესტუმრა. კრუზმა მადლობის ნიშნად ბავშვები ვერტმფრენით გაასეირნა.

ცნობისთვის, „შეუსრულებელი მისია 7“-ის პრემიერა 2022 წლის მაისშია დაგეგმილი.

ფოტო: „შეუსრულებელ მისიაში“ დაწყებული რომანი დადასტურდა – ტომ კრუზის პირველი გამოჩენა ახალ გულისწორთან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები