„შეუსრულებელი მისიის“ გადაღებები დასრულდა. გადაღებების მსვლელობისას პერიოდულად ტომ კრუზისა და მისი პარტნიორის, 39 წლის ჰეილი ეტველის რომანის შესახებ ცნობები ვრცელდებოდა.
როგორც ჩანს, ეს სიმართლეა. სულ ცოტა ხნის წინ 59 წლის ტომ კრუზი ახალ რჩეულთან ერთად „უიმბლდონის“ ფინალზე გამოჩნდა. ეს მათი პირველი ერთობლივი გამოჩენაა. ცნობისთვის, ტაბლოიდები წერდნენ, რომ მათ შორის ქიმია გადაღებების დაწყებისთანავე გაჩნდა და ისინი ერთად ძალიან დიდ დროს ატარებდნენ.