როგორც ცნობილია, ენ ჰეთევეი და ჯარედ ლეტო Apple TV ახალ სერიალში, WeCrashed წყვილის როლს ასრულებენ. ლეტო ცნობილი სტარტაპის, WeWork-ის დამფუძნებლის, ადამ ნიუმანის როლს ითამაშებს, ჰეთევეი კი მისი მეუღლის და კომპანიის თანადამფუძნებლის, რებეკა ნიუმანის როლს მოირგებს.
„ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი“ – ჯარედ ლეტოსა და ენ ჰეთევეის უახლესი ფოტოები გადასაღები მოედნიდან
სულ ცოტა ხნის წინ გადასაღები მოედნიდან მორიგი ფოტოების სერია გავრცელდა. ამჯერად ოჯახურ სცენას ნიუ-იორკის სანაპიროზე იღებენ, თეთრ ტანისამოსში გამოწყობილი 49 წლის ჯარედი და 38 წლის ენი ერთად საოცრად გამოიყურებიან. ფოტოებს ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
„წლის წყვილი“, „საოცარი წყვილია“, „ერთმანეთს როგორ უხდებიან“, – წერენ კომენტარებში.