უეფა ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩს, რა დროსაც საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია ანგარიშით 2:0 დაამარცხა დედაქალაქის მერი კახა კალაძე შვილებთან ერთად დაესწრო.
ამ ფაქტის ამსახველი ფოტოები კალაძემ სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე ატვირთა.
აღსანიშნავია, რომ თამაშის დასრულების შემდეგ, კახა კალაძემ ქართველ ფეხბურთელებს გასახდელში მიაკითხა და გამარჯვება პირადად მიულოცა.