„ჰელოუინის“ დღესასწაული ახლოვდება, ამ დღისთვის ყველა თავისებურად ემზადება. გამონაკლისი არც 45 წლის მსახიობი, შარლიზ ტერონია. მსახიობმა სოციალურ ქსელში ფოტოები გაავრცელა, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ უკეთებენ შვილები მას მაკიაჟს. ფოტოებმა გამომწერების დიდი მოწონება დაიმსახურა.
„საუკეთესო დედა ხარ“– წერენ კომენტარებში.
შეგახსენებთ, ტერონს ორი შვილი ჰყავს, 8 წლის ჯექსონი და 5 წლის ოგასტი. უფროსი შვილის ბიოლოგიური სქესი მამრობითია, თუმცა მისივე თხოვნით, ტერონი მას ქალიშვილად აღიარებს და გოგოს ტანისამოსს აცმევს.
„ჩემი ქალიშვილის ისტორია, ეს მისი ისტორიაა. ერთხელ, თუკი გადაწყვეტს, თავად გიამბობთ. მთავარია საზოგადოებამ სწორედ გააანალიზოს საკითხი, პრესამ კი მართებული დასკვნები გააკეთოს და დელიკატურად მოიქცეს“, – განაცხადა ვარსკვლავმა ერთ-ერთ ინტერვიუში.