LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „საყვარელი წყვილი ხართ“ – მარიამ შენგელია შეყვარებულთან ერთად ეგვიპტეში მოგზაურობს

758
მარიამ შენგელია

მომღერალი მარიამ შენგელია რჩეულთან ერთად ეგვიპტეში მოგზაურობს. მოგზაურობის კადრებს მარიამი სოციალურ ქსელში აზიარებს.

„უსაყვარლესი და მომაჯადოებელი გოგო ხარ“.

„საყვარელი წყვილი ხართ“, – წერენ სოციალურ ქსელში მარიამის მეგობები.

აღსანიშნავია, რომ რჩეულის ვინაობას მომღერალი ჯერჯერობით არ ამხელს, მაგრამ მასზე გატაცებით არაერთხელ უსაუბრია, მათ შორის fortuna.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

„ის ჩემზე 10 წლით დიდია. მგონია, რომ ასაკობრივი სხვაობა ჩვენ შემთხვევაში ძალიან კარგია. არის ჩამოყალიბებული ადამიანი და იცის, რა უნდა. მე 21 წლის ვარ თუ რამე ბავშვურად მომდის, მას ყველაფერი ესმის, ძალიან სტაბილურია. ხანდახან ცოტა ჩავარდნები მაქვს. ამდენი კონცერტის შემდეგ შეიძლება, მოვწყდე, სახლში მინდოდეს ყოფნა და არაფერი სხვა. ასეთ დროს ძალიან კარგია, როცა გყავს ადამიანი, რომელიც ყველაფერში გიგებს და შენ გვერდითაა, გაძლევს მოტივაციას. ჩემი ნომერი პირველი გულშემატკივარია. გიჟდება ჩემს სფეროზე“, – ამბობს fortuna.ge-სთან საუბარში მარიამ შენგელია.

ცნობისთვის, მარიამ შენგელიას რჩეული მორაგბე გიორგი მჭედლიშვილია.

მარიამ შენგელიამ ერთი ნახვით შეყვარების დაიჯერა: „ასაკობრივი სხვაობა ჩვენ შემთხვევაში კარგია, იცის, რა უნდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები