ვარსკვლავური მშობლების ქალიშვილის, შაილო ჯოლი-პიტის მიმართ საზოგადოების ინტერესი არ იკლებს. როგორც ჩანს გოგონამ გარდატეხის ასაკის კრიზისული პერიოდი უკან ჩამოიტოვა და ეს მის ჩაცმულობაზეც აისახა. გოგონა ორივე მშობელს საოცრად ჰგავს, თუმცა ბოლო პერიოდში, მისი და ანჯელინას მსგავსება უფრო თვალშისაცემი გახდა.
შაილო უკვე გაიზარდა – გოგონა თანდაყოლილი პოპულარობით – უახლესი ფოტოები
შაილო ჯოლი-პიტი – გოგონა ორივე მშობლებს თანაბრად ჰგავს – ფოტოკოლაჟი
ამჯერად, 46 წლის ანჯელინა და 15 წლის შაილო ბევერლი-ჰილსზე, საყიდლების დროს გადაიღეს. შაილოს მოკლე შორტი და იისფერი ჰუდი ეცვა, ანჯელინამ კი თავის სტილს არც ამჯერად უღალატა და არჩევანი შავ ლეგინსებსა და ამავე ფერის მანტოზე შეაჩერა.
ფოტო: შაილომ ძველი სტილი დაიბრუნა და წითელ ხალიჩაზე H&M-ის დახეული ჯინსით გამოჩნდა