LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „შეეძლო მოდელობა, მაგრამ…” – როგორ ატარებს ბასილაშვილის საცოლე საქართველოში დროს

2911
შარლოტ

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის ამბები ბოლო დროს საზოგადოების განხილვის საგანი გახდა. ყოფილმა მეუღლემ ნეკა დოროყაშვილმა ძალადობაში დაადანაშაულა.

გამოძიება მიმდინარეობს, პირველი სასამართლო პროცესი 16 ივლისს არის ჩანიშნული.

მანამდე კი საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ბასილაშვილის ოჯახზე გამოწერილი შემაკავებელი ორდერები.

„ეს ნიშნავს, რომ ძალადობა ოჯახში ჩადენილია“ - სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

 შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბი ყო­ფი­ლი რძლის მი­მართ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის დედ-მა­მას ჰქონ­დათ გა­მო­წე­რი­ლი.

ყურადღების ცენტრში მოექცა მესამე პიროვნება შარლოტა ელენა. მომხიბვლელმა შარლოტამ ქართული მედიის ყურადღება მალევე მიიპყრო.

გერმანელი ჩოგბურთელი, რომელიც როგორც გაირკვა, ბასილაშვილის საცოლეა და პანდემიის დროს საქართველოში იმყოფება.

შარლოტას ინ­სტაგ­რა­მი­დან ცნობილი ხდება, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში თავს ძა­ლი­ან კარ­გად გრძნობს.

მის ინსტაგრამზე ვნახეთ ფო­ტო­ები ბა­სი­ლაშ­ვი­ლის რძალ­თან, მაცო ჩო­ფი­კაშ­ვილ­თან ერთად გადაღებული.

როგორც ჩანს, შარლოტასთან ერთად თავს კარგად გრძნობს, მომავალი მაზლისშვილიც. შარლოტას ინსტაგრამზე მასთან ერთად გადაღებული ფოტოც აქვს.

პირველი ჩოგანის შეყვარებულის ინსტაგრამზე ქართველი მომხმარებლების კომენტარებსაც ვხვდებით. ბევრი აღნიშნავს, რომ ის არაჩვეულებრივად გამოიყურება და ძნელია, მათ არ დაეთანხმო.

ჩოგბურთი - Tennis-ს ფოტო.

შარლოტას ინსტაგრამის მოკლე აღწერაში საკუთარ თავზე წერს: „შეეძლო მოდელობა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ბურგერზე და ლუდზე წასულიყო“.

საქართველოს პირველ ჩოგანს ხანგრძლივი და აშკარაა, სკანდალური პროცესი ელოდება. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ წყვილი გრძნობებს აღარ მალავს და შესაძლოა, პანდემიის შემდეგ მათი ურთიერთობის ოფიციალური მხარე ვიხილოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g