„რუსთავი 2“-ის ეთერში ახალი საერთაშორისო პროექტი „გვაჩვენე შენი ხმა“ დაიწყო.
მისი წამყვანი თიკა ფაცაციაა.
მუსიკალური გეიმშოუს მთავარი ამოცანაა, 6 იდუმალ პერსონაჟს შორის ნამდვილი მომღერლის აღმოჩენა და მისი ფინალში გაიყვანა, სადაც ის ვარსკვლავთან დუეტს ასრულებს.
12 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის ეთერში, შოუს პირველი ეპიზოდის ჩვენება შედგა.
თიკა ფაცაცია, როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივ ფორმაში იყო.
მას „თი ენ დარჩიას“ მიერ შექმნილი კაბა ეცვა.
თიკამ გამოაქვეყნა ფოტოები პირველი გადაღებიდან და უამრავი კომპლიმენტი მიიღო.
„შოკი ხარ, თინა, შოკი და ვერგადარჩენა“, წერს ერთ-ერთი კომენტარის ავტორი.
ფოტო: „შეუდარებელი ქალი ხარ, მუდმივად საუკეთესო ფორმაში” – თიკა ფაცაცია ახალ კადრებს გვიზიარებს
„რა სილამაზეა ეს ტბა“ – თიკა ფაცაცია შვილებთან ერთად დასვენების კადრებს გვიზიარებს
„ჩემი ოჯახი, ჩემი სიმყარე, ესაა ბედნიერება” – როგორ აღნიშნა თიკა ფაცაციამ შვილის დაბადების დღე