თიკა ფაცაციას ტელეეკრანებიდან თუ სოციალური ქსელიდან ბევრი იცნობს. ის „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია და საკუთარ გამომწერებს ხშირად უზიარებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებსაც. ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანი სამი შვილის დედაა. მისი მეუღლე დავით ანთელიძეა, რომელზედაც 17 წლის ასაკში დაქორწინდა. ტელეწამყვანს ბედნიერი ოჯახი აქვს. თიკას ბიჭები ჰყავს, მათ შორის ანდრო ანთელიძე უფროსია.
ანდრო რამდენიმე დღის წინ 23 წლის გახდა. თიკამ შვილს იუბილე ემოციური პოსტით მიულოცა.
ანდრომ განათლება საზღვარგარეთ, კერძოდ, საფრანგეთში მიიღო და კარგად საუბრობს როგორც ფრანგულ, ასევე ინგლისურ ენებზე. ის ახალგაზრდა საკალათბურთო მწვრთნელია. თავისი ცხოვრების დიდ ნაწილს სწორედ სპორტის ამ სახეობას უთმობს, რომელთანაც მისი საქმიანობაც მჭიდროდ არის დაკავშირებული.
როგორც თიკა ფაცაციას ვიდეოდან ირკვევა, ანდრო ზაფხულის დღეებს საქართველოში ატარებს და აქამდე უცნობ ადგილებს ეცნობა.
შვილების ვიდეოს თიკა ტბისიდან გვიზიარებს.