LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: თბილისის აეროპორტში ახალი კვების ობიექტი გაიხსნა, მალე Costa Coffee-იც შემოვა

128
280543688_4938855429545211_6577946850748462423_n

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში ახალი კვების ობიექტი გაიხსნა. ლოფტის ტიპის კაფე/რესტორანი მგზავრებს სხვადასხვა სახეობის ქართული და უცხოური კერძების ფართო არჩევანს შესთავაზებს. TAV Airports-ის შვილობილმა კომპანია BTA-მ აღნიშნული კვების ობიექტის მოწყობაში 500 000 დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

თეა ზაქარაძე, „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი: „მგზავრებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა კვლავ ჩვენს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გავხსენით ახალი კვების ობიექტი, რომელიც აეროპორტისთვის ახალი კონცეფტია. აგვისტოში, გაფრენის დარბაზში გაიხსნება საერთაშორისო ბრენდ Costa Coffee-ის პირველი ობიექტი საქართველოში. სიახლე გვაქვს ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც, სადაც მაისის ბოლოდან ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი კვების ობიექტი. სამივე კვების ობიექტის საინვესტიციო თანხა 1 000 000 ევროს შეადგენს“.

ცნობისთვის, BTA, TAV Airports-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც თავისი სერვისებით 8 ქვეყნის 17 აეროპორტშია წარმოდგენილი. წლის განმავლობაში, კომპანია 40 მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები