LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Toyota GR Yaris კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლთა მხარდასაჭერად მოხატეს

63
toyota201217

Toyota–ს ბრიტანულმა ოფისმა ცხელი GR Yaris–ის განსაკუთრებული ვერსია შექმნა. ავტომობილი იმ პროფესიების ადამიანებს ეძღვნება, ვინც კორონავრიუსის წინააღდეგ საბრძოლველად ენერგიას არ ზოგავს და არც რისკები აშინებს.

GR Yaris–ის მოხატვა თავის თავზე 16 წლის მოსწავლემ, ელის გუდლიფმა აიღო. გოგონა მწარმოებელმა კონკურსის შედეგად აარჩია.

Covid-19–ის პანდემიის ყველაზე მთავარი ატრიბუტი – სამედიცინო ნიღაბია, ამიტომ ავტომობილის წინა ნაწილი მთლიანად ნიღბით დაიფარა. სახურავმა ფერადი შეფერილობა მიიღო, რაც იმედის სიმბოლოდ იქცა.

გვერდებზე ექთნების, მასწავლებლების, მშენებლების, გამყიდველებისა და პოლიციელების პროფილები გამოისახა. ხელოვანის აზრით, სწორედ ამ პროფესიების წარმომადგენელთა ღვაწლი პანდემიის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g