პროგრამის „აწარმოე საქართველოში” სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში, სასტუმრო „სვიანა” ოფიციალურად გაიხსნა.
18 ნომრიანი სასტუმროში, რომელიც კახეთში, სოფელ ლეჩურში მდებარეობს, ორი ქართული ტრადიციული კერძების რესტორანი და საკონფერენციო დარბაზია განთავსებული. ამასთანავე, სასტუმროს ტერიტორიაზე სტუმრები ღია აუზით სარგებლობასაც შეძლებენ.
პროექტის ფარგლებში, დასაქმდა 23 ადამიანი. სასტუმრო „სვიანა”-ს დამფუძნებლი სასტუმროს გაფართოებას და დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდასაც გეგმავს.
აღსანიშნავია რომ სასტუმრო „სვიანა” სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთს სააგენტო „აწარმოე საქართველოში” დაფარავს. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 4 500 000 ლარზე მეტს შეადგენს.