ავსტრალიელი მსახიობი კლერ ჰოლტი ახლახან ქართველი დიზაინერის, ანუკი არეშიძის ორეულით გამოჩნდა. შესაბამისი ფოტოები დიზაინერის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოჩნდა.
მსახიობი ცნობილია სერიალებიდან „H2O: უბრალოდ დაამატე წყალი“ — ემა გილბერტის როლით და „პირველშობილებიდან“ და „ვამპირის დღიურებიდან“ რებეკა მაიკლსონის როლით.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ანუკი არეშიძის ნამუშევრებს მსოფლიო ვარსკვლავები ირგებენ.