მოგეხსენებათ, გარდა პოპ-მომღერლობისა და მსახიობისა, ჯენიფერ ლოპესი „ბიზნეს ვუმენია“, ის კოსმეტიკის ხაზისა და ასევე ფეხსაცმლის ბრენდის, DSW მფლობელია. სულ ცოტა ხნის წინ ვარსკვლავმა ფეხსაცმლის ახალი კოლექცია გამოუშვა. ბუნებრივია, უახლესი მოდელები ჯეი ლომ თავად მოირგო და გაარეკლამა.
პატარა ისტორია, რომელიც ჯეი ლოს თავს გადახდა – ნახეთ როგორ ემზადებოდა ჯეი ლო Met Gala-თვის
უახლეს ფოტოებში კრემისფერ „ბოტფორდებს“ ლოპესმა დიდი ზომის ქურქი შეუხამა. მის „ლუქს“ კი მოდური ვარცხნილობა ასრულებდა. ვარცხნილობა, რომელიც ასაკს 15 წლით ამცირებს.