17 წლის შემდეგ „ბენიფერი“ წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდა, მათი ურთიერთობა ახლა ოფიციალურია და სავარაუდოდ მალე ჯეი ლო და ბენ აფლეკი დაქორწინდებიან კიდეც.
როგორ დაიწყო ყველაფერი – „ბენიფერის“ „სიყვარულის ქრონოლოგია“
სულ ცოტა ხნის წინ წყვილის პირველი ერთობლივი ინტერვიუ გავრცელდა. როგორც ცნობილია, 52 წლის ჯენიფერი გარდა მომღერლობისა და მსახიობობისა, სამოდელო ბიზნესში და სილამაზის ინდუსტრიაშიც აქტიურადაა ჩართული და როგორც ჩანს, ბენ აფლეკი ამით საოცრად აღფრთოვანებულია.
„ის იშვიათი მოვლენაა, მას შეუძლია სიმღერა, ცეკვა, მოქმედება, მე აღფრთოვანებული ვარ მისი გავლენიანობით“, – განაცხადა თავის გულისსწორზე
„ეს ყველაფერი ჩემი ნიჭია, რომელიც სამყარომ მარგუნა და მე მას საოცრად ვუფრთხილდები“, – დაამატა ჯეი ლომ.