17 წლის წინ მათი გზები გაიყო და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 2000-იანი წლების ყველაზე ლამაზ, ჰოლივუდურ წყვილს, ჯენიფერ ლოპესსა და ბენ აფლეკს კვლავ ერთად ვიხილავდით. თუმცა ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც მელოდრამაში. ისინი კვლავ ერთად არიან და მათ უკვე ვერავინ და ვერაფერი დააშორებთ.
და აი, 17 წლის შემდეგ „ბენიფერი“ წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდა. 52 წლის ჯეი ლო და 49 წლის ბენ აფლეკი ვენეციის რიგით 78-ე კინოფესტივალს ესტუმრნენ. გამოჩენისთანავე წყვილს ოვაციებით შეხვდნენ. ისინი ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდნენ, ფოტოობიექტივის წინაშე თამამად პოზირებდნენ და არც გრძნობების გამოხატვას ერიდებოდნენ.
ჯენიფერს Georges Hobeika-ს თეთრი კაბა და „ჯიმი ჩუს“ ვერცხლისფერი ფეხსაცმელი ამშვენებდა. ბენი კი შავ, კლასიკურ კოსტიუმში იყო გამოწყობილი.
განცხრომას მიცემული ჯეი ლო – „ბენიფერის“ ვენეციური ვოიაჟი გრძელდება