როგორც ცნობილია, ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ვენეციაში იმყოფებიან, სადაც „ვენეციის კინოფესტივალი“ მიმდინარეობს. ცნობისთვის, ბენ აფლეკი და მეტ დეიმონი იქ თავიანთი ფილმის, „უკანასკნელი დუელის“ წარსადგენად გაემართნენ.
გამოიცანით ვინ არის ფოტოგრაფი?! – „ბენიფერის“ ვენეციური არდადეგები და გაცისკროვნებული ჯეი ლო
სანამ 49 წლის ბენი მეგობართან და კოლეგასთან მეტთან ერთად საქმიან შეხვედრებზე დადიოდა, 52 წლის ჯეი ლო დროს უქმად არ კარგავდა და განცხრომას იყო მიცემული. ის მაშინ გადაიღეს, როდესაც კატერით სეირნობდა. არტისტს შავ-თეთრ ზოლებში გადაწყვეტილი კაბა ამშვენებდა და იდეალურად გამოიყურებოდა.