LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდავიწყებით შეყვარებულები – ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის დაუვიწყარი მოგზაურობა ვენეციაში – უახლესი პაპარაცული ფოტოები

428
page

მცირე პაუზის შემდეგ, „ბენიფერი“ დაბრუნდა. 52 წლის ჯენიფერ ლოპესი და 49 წლის ბენ აფლეკი ვენეციაში, რომანტიკულ მოგზაურობაში გაემგზავრნენ.

წყვილი ერთმანეთს ეხვეოდა, კოცნიდა და ხელიხელჩაკიდებული დადიოდა. ისინი მაშინ გადაიღეს, როდესაც კატერით გადაადგილდებოდნენ. ჯენიფერს „ვალენტინოს“ თეთრი, მაქმანებიანი კაბა ამშვენებდა, ბენს კი შავ ფერებში გადაწყვეტილი ტანისამოსო ეცვა.

ფოტო: ყველგან და ყოველთვის ერთად – მსგავს ფერებში გამოწყობილი „ბენიფერი“ სავაჭრო ცენტრს ესტუმრა

ფოტო: 5 შვილი, ბენის დედა და „ბენიფერი“ – ჯეი ლოსა და ბენ აფლეკს დატვირთული უქმეები ჰქონდათ

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ბენ აფლეკი ვაჟთან და დედასთან ერთად „ტიფანის“ საიუველირო მაღაზიაში გადაიღეს, ის ნიშნობის ბეჭედს საგულდაგულოდ არჩევდა, ასე რომ, სავარაუდოდ, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილი მალე დაქორწინდება.

მიიღებს თუ არა ჯეი ლო მეექვსე და უკანასკნელ ნიშნობის ბეჭედს?! – ბენ აფლეკი დედასთან ერთად ბეჭდის არჩევის პროცესში გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები