52 წლის ჯენიფერ ლოპესი და 49 წლის ბენ აფლეკი ამ დრომდე ყველაზე ცხელ და განხილვად ჰოლივუდურ წყვილად რჩება. 17 წლის წინ მათ თითქმის დააკანონეს თავიანთი ურთიერთობა, თუმცა ჯეი ლოს სამახსოვროდ ბენისგან მხოლოდ უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭედი დარჩა. გავიდა 17 წელი და ისინი კვლავ ერთად არიან.
ფოტო: ყველგან და ყოველთვის ერთად – მსგავს ფერებში გამოწყობილი „ბენიფერი“ სავაჭრო ცენტრს ესტუმრა
სულ ცოტა ხნის წინ ბენი ვაჟთან და დედასთან ერთად „ტიფანის“ საიუველირო მაღაზიაში დააფიქსირეს. ინსაიდერის ცნობით, მსახიობი დაკვირვებით ათვალიერებდა ვიტრინას, სადაც ბეჭდები ეწყო.
ასე რომ, სავარაუდოდ, ძალიან მალე ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ საქორწინო ცერემონიალს ვიხილავთ. ცნობისთვის, გასულ თვეს „ბენიფერი“ აქტიურად ათვალიერებდა ლოს-ანჯელესში მდებარე სახლებს. მათ სახლის შეძენა სურთ.
ფოტო: „ბენიფერი“ სახლს ყიდულობს – ნახეთ ვარსკვლავური წყვილის ახალი სასიყვარულო ბუდე