ბენ აფლეკი პაპარაცებმა 17 წლის შვილთან ერთად ლოს-ანჯელესის, ბრენტვუდის რაიონში, ერთ-ერთ მაღაზიასთან დააფიქსირეს. 53 წლის მსახიობი შვილთან ერთად საყიდლებზე იმყოფებოდა.
საუბარია აფლეკისა და მისი ყოფილი მეუღლის, ჯენიფერ გარნერის უმცროს შვილზე, სერაფინა როუზ ელიზაბეთ აფლეკზე, რომელმაც 2024 წლის აპრილში სახელი შეიცვალა და ფინი დაირქვა.
ცნობისთვის, ფინი ჯეი ლოს ქალიშვილის, ემმას ახლო მეგობარია, რომელმაც სახელი მიმდინარე წელს შეიცვალა და ოსკარი დაირქვა.

