ბენ აფლეკსა და მეტ დეიმონს დიდი მეგობრობა აკავშირებთ, ამიტომ ჟურნალისტები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ „ბენიფერის“ შესახებ დეტალები სწორედ მეტისგან გაიგონ.
ახლახანს ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ ყველაზე ბედნიერი აფლეკისა და ლოპესის ერთად ყოფნით სწორედ ისაა.
„ორივე შესანიშნავები არიან, მე უბრალოდ მინდა, რომ ისინი ბედნიერები იყვნენ, ისეთები როგორებიც ახლა არიან. ბენი საუკეთესოა, ამიტომ ნამდვილად იმსახურებს ჯეი ლოსთან ბედნიერებას“, – აცხადებს დეიმონი.
„აქ ვინმე ბენში ხომ არ არის შეყვარებული?“ „ჯეი ლოს კონკურენტი ჰყავს“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის ცოტა ხნის წინ, ბენი ჯენიფერი და მეტი ერთად სანაპიროზე გადაიღეს.
ფოტო: „მესამე ზედმეტია“ – „ბენიფერი“ და მეტ დეიმონი მალიბუს სანაპიროზე გადაიღეს