ვენესუელელი მსახიობი, კორაიმა ტორესი და პუერტო-რიკოელი მსახიობი ოსვალდო რიოსი, რომლებმაც 1992 წლის პოპულარულ ტელენოველაში, „კასანდრაში“ მთავარი გმირები განასახიერეს, მრავალი წლის შემდეგ კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს.
მათი შეხვედრა საქველმოქმედო და ჰუმანიტარულ მიზანს ემსახურებოდა. მსახიობები მონაწილეობდნენ კამპანიაში Venezuela Nos Necesita („ვენესუელას ჩვენი დახმარება სჭირდება“), რომლის მთავარი გზავნილია, რომ ვენესუელელი ხალხის მხარდაჭერა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელი.
ამ დღეს 53 წლის კორაიმას უმშვენიერესი კაბა ამშვენებდა, 65 წლის ოსვალდო კი კლასიკურ კოსტიუმში იყო გამოწყობილი.
მსახიობების ერთობლივმა გამოჩენამ განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია, რადგან „კასანდრას“ ეკრანზე გამოსვლიდან უკვე 30 წელზე მეტია გავიდა.
„კასანდრას“ პრემიერიდან 30 წელი გავიდა – როგორ გამოიყურებიან კორეიმა ტორესი და ოსვალდო რიოსი დღეს

