LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შაკირამ მას უღალატა“ – ოსვალდო რიოსისა და შაკირას თავბრუდამხვევი რომანი, რომლის შესახებაც შესაძლოა, არ გსმენიათ

294
page

პუ­ერ­ტო-რი­კო­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი, 61 წლის ოს­ვალ­დო რი­ო­სი დღემდე არ კარგავს პოპულარობას. თავბრუდამხვევი კარიერის პარალელურად, ის მუდამ საკმაოდ ხმაურიანი რომანებით გამოირჩევა.

მედიას აშკარად გამორჩა, რომ ადრე, 2000-იან წლებში ოსვალდო კოლუმბიელ არტისტს, შაკირას ხვდებოდა. მა­შინ შაკირა 20 წლის იყო, ოს­ვალ­დო კი 37 წლის. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში შაკირა მუსიკალურ კარიერას მხოლოდ იწყებდა, ოსვალდო კი „საპნის ოპერებში“ მონაწილეობით, კარიერის ზენიტში იმყოფებოდა.

როგორც ირკვევა, საქმე საკმაოდ სერიოზულად იყო.  ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ შაკირაზე დაქორწინებას გეგმავდა, მან არტისტის მშობლებიც კი გაიცნო. თუმცა მათი რომანი სულ 8 თვეს გაგრძელდა. მათი განშორების მიზეზი კი შაკირას ღალატი გახდა.

„შაკირამ მას უღალატა“, იმ პერიოდში ის სულ ტურნეებში დადიოდა“, – აცხადებს ინსაიდერი.

„ძვირფასო მეგობრებო და ჟურნალისტებო“ – შაკირა ვრცელ მიმართვას ავრცელებს

„კასანდრას“ პრემიერიდან 30 წელი გავიდა – როგორ გამოიყურებიან კორეიმა ტორესი და ოსვალდო რიოსი დღეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები