მას შემდეგ, რაც შაკირამ ორ შვილთან ერთად ესპანეთი დატოვა და ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად, მისი და ჟერარ პიკეს დრამატული ისტორია აქტუალურობას მაინც არ კარგავს. ამჯერად შაკირამ „ინსტაგრამზე“ ვრცელი პოსტი გაავრცელა, სადაც საზოგადოებას სთხოვს, მისი და მისი ვაჟების პირადი ცხოვრებაში არ ჩაერიონ.
„ძვირფასო მეგობრებო, ჟურნალისტებო და მედიის წარმომადგენლებო, ბოლო პერიოდში ჩემი და ჩემი შვილების ცხოვრების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა მიმართული. საშასა და მილას ძალიან რთული წელი ჰქონდათ. პაპარაცების მხრიდან დაუსრულებელ დევნას განვიცდიდით. ახლა, როცა ჩვენ ახალი ცხოვრება დავიწყეთ, უმორჩილესად გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენს პირად სივრცეს. მე მჯერა, რომ ჟურნალისტები შევლენ ჩემი და ჩემი ბიჭების მდგომარეობაში. მე ამას უკვე გთხოვთ, როგორც ხელოვანი და როგორ დედა. მე ჩემი შვილებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა მსურს“, – წერს შაკირა.
„შაკირამ წერილი მიიღო…“ – ჟერარ პიკეს მშობლებმა შაკირა და მისი დედ-მამა სახლიდან გაასახლეს