LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შაკირამ წერილი მიიღო…“ – ჟერარ პიკეს მშობლებმა შაკირა და მისი დედ-მამა სახლიდან გაასახლეს

3461
page

შაკირამ ვაჟებთან ერთად ესპანეთი დატოვა. ის ახალ ცხოვრებას მაიამიში იწყებს. ახლახან ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, მაშინ, როდესაც არტისტმა ჟერარ პიკეს პირველი სიმღერა მიუძღვნა, ფეხბურთელის მშობლებმა მას ბარსელონაში სახლიდან წასვლა მოსთხოვეს.

„შაკირამ სიმღერის გავრცელების შემდეგ პიკეს მამისგან წერილი მიიღო, სადაც მას სახლის დაუყოვნებლივ დატოვებას სთხოვდა. შაკირა ამ სახლში დედ-მამასთან ერთად ცხოვრობდა“, – აცხადებს ინსაიდერი.

ცნობისთვის, შაკირასა და მისი დედამთლის დაძაბული ურთიერთობის შესახებ ცნობილი რამდენიმე თვის წინ გახდა. ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეოც, სადაც კარგად ჩანს, ის რომ მონსერატ ბერნაბეუ რძალს ფიზიკურად უხეშად ეხება. მალევე გაირკვა, რომ მონსერატი ჟერარ პიკეს ღალატის ფაქტს თვეების განმავლობაში მალავდა.

შაკირამ, ბარსელონას დატოვებისას, აეროპორტში ცრემლების შეკავება ვერ შეძლო

„მადლობა მათ, ვინც ცრემლები შემიმშრალა“ – ისტორია დასრულებულია! – შაკირამ ვაჟებთან ერთად ესპანეთი დატოვა

„აი, როგორ ვებრძოლოთ ყოფილ დედამთის“ – უახლესი ვიდეო შაკირას სახლიდან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები