შაკირა-პიკეს დრამატული განშორებისა და „სიმღერით თქმული სიმართლის კვირეული“ გრძელდება. რამდენიმე დღის წინ არტისტმა ბარსელონაში არსებული სახლის აივანზე, ჯადოქრის შემზარავი ფიტული გამოფინა, საქმე ისაა, რომ მისი აივანი ყოფილი დედამთილის სახლს ესაზღვრება. სულ ცოტა ხნის წინ კი არტისტის სახლის უახლესი ვიდეო გავრცელდა.
მედიის ცნობით, შაკირა თავისი სახლისა და ყოფილი დედამთილის სახლებს შორის კედლის ამოშენებას გეგმავს.
„აი, როგორ ვებრძოლოთ ყოფილ დედამთილს“, „ეს უკვე ზედმეტია“, – წერენ კომენტარებში.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, გავრცელებულ სიმღერაში, რომელმაც უკვე „იუთუბზე“ რეკორდი მოხსნა, შაკირა დედამთილის შესახებ მღერის.
„მეზობლად დედამთილი დამიტოვე, კართან კი პრესა და დავალიანება“, – მღერის შაკირა
„შაკირამ ყოფილ დედამთილს აივანზე ჯადოქარი გამოუფინა“ – დასავლური მედია
🧙♀️🔊 Shakira has reportedly been listening to her BZRP session on a loop today, where there is also a witch on the balcony pointing at her ex-mother-in-law's house… pic.twitter.com/ZX2qXJG8lB
— ShakiraMedia (@ShakiraMedia) January 14, 2023