მიუხედავად იმისა, რომ შაკირა და ჟერარ პიკე ერთმანეთს უკვე რამდენიმე თვეა დაშორდნენ, აღნიშნული თემა უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ყოველივე ამას წინ უძღვის შაკირას უახლესი სინგლი, რომელიც ჟერარსა და მის „საყვარელს“, კლარა ჩია მარტის ეძღვნება. არც ფეხბურთელი რჩება ვალში და შაკირას არცერთ ფრაზას ტოვებს უპასუხოდ.
ჟერარ პიკე შაკირას საჯაროდ მასხრად იგდებს – მედია „პასუხის პასუხის“ მოლოდინში
„შაკირამ პიკეს ღალატის შესახებ მაშინ გაიგო, როცა მაცივარში ალუბლის ჯემის ნახევრად შეჭმული ქილა აღმოაჩინა, მან შესანიშნავად იცოდა, რომ პიკეს და მის შვილებს ალუბლის ჯემი არ უყვარდათ“, – აცხადებს ინსაიდერი.
როგორც ჩანს, შაკირამ ჯერ კიდევ აპრილში გავრცელებულ კლიპში დატოვა მინიშნება, ის ვიდეოში მონაწილე არტისტის, ალეხანდროს თავს მაცივარში დებს. ცხადია, აღნიშნულ დეტალებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
„ყველა მოღალატე მამაკაცის თავი მაცივარში!“, „ალუბლის ჯემით გაფაქტული ღალატი“, – წერენ კომენტარებში.
„შაკირამ ყოფილ დედამთილს აივანზე ჯადოქარი გამოუფინა“ – დასავლური მედია